ებრაელები ფესახს დღესასწაულობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, 22-30 აპრილს ებრაული თემი ფესახს აღნიშნავს.
მათი ინფორმაციით, ფესახი უფლის მიერ ებრაელების ეგვიპტელთა მონობიდან გამოხსნას ეძღვნება.
„ფესახი უფლისგან მოსული ხსნის, მონობისგან თავის დაღწევის, ებრაელთა ფიზიკური და სულიერი გადარჩენის სიმბოლოა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ებრაულ თემს დღესასწაულს ულოცავს, კეთილდღეობასა და მშვიდობას უსურვებს“,-აღნიშნულია მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ