ებრაელები ფესახს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ებრაულ თემს ებრაული კალენდრის ერთ-ერთ უდიდეს – ფესახის (პასექის) დღესასწაულს ულოცავს. სააგენტო შესაბამის მისალოც წერილს ავრცელებს.
მათი ცნობით, ფესახი უფლისგან მოსული ხსნის, მონობისგან თავის დაღწევის, ებრაელთა ფიზიკური და სულიერი გადარჩენის სიმბოლოა.
„ფესახი უფლის მიერ ებრაელების ეგვიპტელთა მონობიდან გამოხსნას ეძღვნება. ამ დღეს ებრაელები იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ და უფუარ პურს – მაცას მიირთმევენ. ფესახი უფლისგან მოსული ხსნის, მონობისგან თავის დაღწევის, ებრაელთა ფიზიკური და სულიერი გადარჩენის სიმბოლოა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.