დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი!

დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი!
ჩვენი მხრიდან ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული ვალდებულებების შესრულებაზე, თუმცა დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი! – წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ძალადობა დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია აბსოლუტურად ყველას მიმართ, ეს იქნება პოლიციელი, ჟურნალისტი თუ სხვა ნებისმიერი მოქალაქე. მანვე აღნიშნა, რომ ამავე დროს ამორალურია მხოლოდ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის გაპროტესტება და “შეშფოთება” იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც იმედის ჟურნალისტზე თავდასხმა, პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა და უკიდურესი შეურაცხყოფა საერთოდ არ შეუმჩნევია.
„1. ჩვენი მხრიდან ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული ვალდებულებების შესრულებაზე, თუმცა დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი!
კიდევ უფრო მოკლედ:
ჩვენ საკითხს 2028 წლამდე არ დავაყენებთ, თავად დადონ მაგიდაზე და ნებისმიერ დროს ხელს მოვაწერთ მგონი რთული გასააზრებელი არ უნდა იყოს!
2. ძალადობა დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია აბსოლუტურად ყველას მიმართ, ეს იქნება პოლიციელი, ჟურნალისტი თუ სხვა ნებისმიერი მოქალაქე.
ამავე დროს, ამორალურია მხოლოდ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის გაპროტესტება და “შეშფოთება” იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც იმედის ჟურნალისტზე თავდასხმა, პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა და უკიდურესი შეურაცხყოფა საერთოდ არ შეუმჩნევია!“ – წერს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩემი ძმა მიიყვანეს „კუდ-ის“ შენობაში, [დავით] ლორთქიფანიძემ და [ზურაბ] ლალიაშვილმა განუცხადეს, ეხლა წახვალ დიღომში, ტოიოტას ცენტრში 8 „პრადოს“ იყიდი შავებს, აქ ეზოში გაგვიჩერებთ და შენი ძმა იქედან გამოვა ცოცხალი, თუ არა და „ტრუპს“ გამოიტანთო

სანაცეთში დიდი ჟივილ-ხივილი ატყდა სახელმწიფო მდივან რუბიოს მიერ 1000-დოლარიან უილსონის პროვოკაციულ კითხვაზე პასუხის გამო. რაც არ უნდა იწვალონ და დაამახინჯონ მეხუთე კოლონელებმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია საქართველოსთან მიმართებით ნათელია