დღეს, 19 საათზე „რუსული კანონის” წინააღმდეგ პარლამენტთან კიდევ ერთი აქცია გაიმართება.

დღეს, 19 საათზე „რუსული კანონის” წინააღმდეგ პარლამენტთან კიდევ ერთი აქცია გაიმართება. ოპოზიციის წევრებმა პარლამენტის ჭიშკრის წინ ბრიფინგი გამართეს და საზოგადოებას მოუწოდეს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოვიდნენ.
გუშინ, 1 მაისს გამართული მშვიდობიან საპროტესტო აქციის შემდეგ, პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონეა გამოცხადებული, რის გამოც შენობაში დეპუტატებსაც კი არ აქვთ შესვლის უფლება, რაც მათი თქმით, საშიში პრეცედენტია.
„მინდა, მოვუწოდო თითოეულ თქვენგანს, რომ დღეს 19:00 საათზე კვლავ პარლამენტთან არის პროტესტი და შევიკრიბოთ ყველა ერთად, რათა საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი არ იყოს. დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან ვიკრიბებით რუსული კანონის გასაპროტესტებლად“,- განაცხადა დეკანოიძემ.