25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, თბილისში რამდენიმე საპროტესტო მარში და აქცია გაიმართება. დღეს, უწყვეტი პროტესტის 90-ე დღეა.
გაიფიცება დასაქმებული თუ დამსაქმებელი, ადამიანები, რომლებიც ქმნიან საქართველოს სიმდიდრეს, ასაზრდოებენ საქართველოს ეკონომიკას. დავდგებით საკუთარი ოფისებისა და სამსახურების წინ და შემდეგ მარშებად დავიძვრებით გმირთა მოედნისკენ. დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები მივალთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც სიცოცხლე ამავე იდეალებისთვის საქართველოს შესწირეს. მივალთ 49 სინდისის პატიმრის სახელით! მივალთ 500 ნაცემი და ნაწამები თანამებრძოლის სახელით! მივალთ ათასობით უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანის სახელით! მივალთ ათიათასობით შეურაცხყოფილი ადამიანის სახელით! მივალთ ასიათასობით გაბრაზებული ადამიანის სახელით! მივალთ საქართველოს სახელით!
