“დღეს ჩვენი მოძრაობის წევრს მეტროში თავს დაესხნენ”

“დღეს ჩვენი მოძრაობის წევრს მეტროში თავს დაესხნენ. რუსული რეჟიმის ტიტუშკა მეტროში აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა – დაზარალებულია 3 სტუდენტი. პოლიციამ თავდამსხმელი მხოლოდ რამდენიმე მეტრით გაარიდა ინციდენტის ეპიცენტრს, თუმცა შესაკავებლად სათანადო ზომები არ მიიღო, რის შედეგადაც თავდამსხმელი უკან დაბრუნდა და ძალადობა გააგრძელა აქციის მონაწილეებზე.პოლიცია მოქალაქეებს არ იცავს, რეჟიმის მომხრეებს კი დაუსჯელობის სინდრომი აქვთ და თავს უფლებას აძლევენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს — მათ კი პასუხს არავინ სთხოვს.ასეთი უსამართლო და სასტიკია ქართული ოცნების პოლიტიკა. ქართული ოცნება და ყველა ამ რეჟიმის მომხრე დამნაშავეა დღევანდელ ინციდენტში.მოვა დრო და ყველა პასუხს აგებთ! დამხობა რეჟიმს!” – წერს ჯიპას სტუდენტური მოძრაობა სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში

აკაკი გვიანიძე: პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ხშირად მოითხოვენ მათი ლეგიტიმურობის აღიარებას… რეალურ მმართველებად მათ არც “ოცნების” მომხრეები მიიჩნევენ და არც ეკლესია