,,დღეს, ჩემთვის ძალიან მძიმე დღეა, გასაგები მიზეზის გამო. მაგრამ მაინც უნდა დავწერო…” – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის” დამფუძნებელი, :
,,დღეს, ჩემთვის ძალიან მძიმე დღეა, გასაგები მიზეზის გამო. მაგრამ მაინც უნდა მოვიცალო და დავწერო:
ივანიშვილის რეჟიმი მზია ამაღლობელს შეგნებულად და დემონსტრაციულად კლავს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოიწერა, დაგმო და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მიუხედავად ამისა, სისტემა ხაზგასმულად აიგნორირებს ყველაფერს და ცინიკურად არც კი განიხილავს სინდისის პატიმრის არათუ გათავისუფლების, არამედ აღმკვეთი ღონისძიების (პატიმრობის) საკითხის შეცვლის განცხადებას.
ps ახლა უკვე თემურ ქათამაძეც კლინიკაში გადაუყვანით. მასაც სიკვდილი აქვს მისჯილი, როგორც ჩანს.”