“დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ასევე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს 13 პირის მიმართ. “როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, გუშინ, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა”, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
