დღეს „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება

დღეს „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება, 350-მდე დელეგატის მონაწილეობით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბერს პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაო რეჟიმში იქნება განხილული საერთო პოლიტიკური და საპარლამენტო არჩევნების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. ყრილობა 14:00 საათზე დაიწყება
„ყრილობაზე განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, პარტიის ყრილობის მიერ პოლიტიკურ საბჭოში აირჩევა 15 წევრი, ნაცვლად განსაზღვრული 20 წევრისა. ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება საბჭოს შემდეგი შემადგენლობა: , , , , დიმიტრი სამხარაძე, , ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი. პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს