დღეს ქალაქ ონთან მესამე მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს ქალაქ ონთან თბილისის დროით 18:31 საათზე კიდევ ერთი, მესამე მოხდა – მიწისძვრის სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო.
ქალაქ ონთან პირველი, 4.8 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა 17:44 საათზე მოხდა. ბიძგი მალევე, 17:50 საათზე განმეორდა – მეორე მიწისძვრის სიმძლავრე 4.2 მაგნიტუდა იყო.