დღეს ფსონი სამხრეთ კავკასიაზე დევს და გლობალისტები ახალ ინტრიგას ხლართავენ ჩვენს რეგიონში, თუმცა, ყველაზე დიდ მარცხს სწორედ აქ განიცდიან

დღეს ფსონი სამხრეთ კავკასიაზე დევს და გლობალისტები ახალ ინტრიგას ხლართავენ ჩვენს რეგიონში, თუმცა, ყველაზე დიდ მარცხს სწორედ აქ განიცდიან
„გლობალური ომის პარტიის” პოლიტიკა არ დასრულებულა. ის ისევ უტევს მსოფლიოს და განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, აუცილებელია, საქართველომ სამხრეთ კავკასიაში დომინანტი სახელმწიფოს სტატუსი შეინარჩუნოს და ახალ პოლიტიკურ ინტრიგებში არ ჩაერთოს. ექსპერტი იმედს გამოთქვამს, რომ “დიიპ სტეიტი”, ანუ ჩრდილოვანი მმართველები ყველაზე დიდ მარცხს სწორედ სამხრეთ კავკასიაში მიიღებენ. „გლობალური ომის პარტიის” პოლიტიკა არ დასრულებულა. ის ისევ უტევს მსოფლიოს და განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონს. გლობალისტები, რომლებიც გრძნობენ საკუთარი ეპოქის აღსასრულს, იბრძვიან მმართველობის გახანგრძლივებისთვის. ამ ფაზაში ისინი ბევრად უფრო საშიშნი არიან, ვიდრე აქამდე იყვნენ. ბაიდენის პოლიტიკის მარცხის შემდეგ, ჩრდილოვანმა მმართველებმა გადმოინაცვლეს ევროპაში, მაგრამ დარჩნენ ამერიკაშიც. ევროკავშირი დასავლეთიდან პოლიტიკურ იზოლაციაში აღმოჩნდა.
ამერიკისა და ს გავლენების გამო, ევროპელები ვერ ამყარებენ სასურველ კავშირებს აღმოსავლეთის ახალ ძლიერ სახელმწიფოებთან. სამხრეთის ურთიერთდაპირისპირებულ ისლამურ სახელმწიფოებთან სუბიექტური პოლიტიკა პრობლემებს უქმნით შიგნით, საკუთარ მოქალაქეებთან. სად გადაინაცვლებს “დიიპ სტეიტი”, თუკი ტრამპმა შეძლო ევროპის ტრანსფორმაცია? რამდენიმე დღის წინ მან გააკეთა განცხადება, რომ ევროპული პოლიტიკა სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს და დაემუქრა კიდეც. ბუნებრივია, ევროპას ასე მარტივად არ დათმობენ ჩრდილოვანი მმართველები, მაგრამ ფაქტია, მათი ძალაუფლება იქაც სუსტდება. რომელი რეგიონია მათთვის მომხიბვლელი და რას უქადის მსოფლიოს გლობალიზაციის დასასრულის დასაწყისი? დღეს ყველასათვის ცხადია, რომ გლობალურ პოლიტიკაში ფსონი სამხრეთ კავკასიაზე დევს. მართალია, ჯერ მხოლოდ უმცირესობით არიან წარმოდგენილნი ევროპულ სტუქტურებში ოპოზიციური ძალები, მაგრამ იქ პროცესების დეესკალაცია უკვე შეუძლებელია.
ევროპა აუცილებლად ტრანსფორმირდება და მათ სჭირდებათ სამხრეთ კავკასია, როგორც ოთხივე მიმართულებით მაკონტროლებელი მთავარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მაგისტრალი. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიაში “მშვიდობიანი ომი” წამოიწყეს რეგიონის ლიდერობისთვის, რაშიც საქართველო შესაშურ პოზიციას ინარჩუნებს ამ პროცესებში ჩაურევლობით. დასავლეთის ჩრდილოვანმა მმართველებმა, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოპოზიციამ თავიანთი უნიათობით უმტყუნეს, გადაინაცვლეს მეზობელ სახელმწიფოებში და იქედან ცდილობენ პროცესების მართვას.
აქ მთავარი საკითხია, საქართველო გამოთიშონ მთავარ ეკონომიკურ სარტყელს და ამით დასაჯონ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ სამხრეთ კავკასიაში, სამეზობლო პოლიტიკაში საქართველო მშვიდობის ერთადერთი მარეგულირებელია, თუნდაც საკუთარ ტერიტორიაზე მცხოვრები, ორივე სახელმწიფოს ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებით. ასევე ავიწყდებათ, რომ საქართველოს მნიშვნელივანი როლი აქვს სამხრეთის ურთიერთდაპირისპირებული ისლამური სახელმწიფოების პოლიტიკაშიც. გონივრული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ შეძლო და თავიდან აიცილა მომაკვდინებელი ომი. ასევე შეძლო დაეწყო ახალი კავშირები აღმოსავლეთის გიგანტ სახელმწიფოებთან და ამით დაებალანსებინა დასავლური პოლიტიკა ქვეყანაში.
დღეს რჩება მესამე ფაზა – სამხრეთ კავკასიაში დომინანტი სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნება და ახალ პოლიტიკურ ინტრიგებში არჩართვა. დარწმუნებული ვართ, რომ ესეც წარმატებით განხორციელდება. “დიიპ სტეიტი”, ანუ ჩრდილოვანი მმართველები ყველაზე დიდ მარცხს სწორედ აქ, ჩვენს რეგიონში განიცდიან. უკრაინის ომის დაწყებით მათ უდიდესი შეცდომა დაუშვეს და კიდევ უფრო დიდ შეცდომას დაუშვებენ სამხრეთ კავკასიაში, სამეზობლო პოლიტიკაში უხეში ჩარევით,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.