დღეს ფეისბუკმა აღიარა, რომ მათთვისაც “ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე META-ს გადაწყვეტილებას ეხმიანება, გააუქმოს „ფაქტების შემოწმების“ პროგრამა და ცუკერბერგი პირობას დებს, რომ აღადგენს თავისუფალ გამოხატვას Facebook-ზე და Instagram-ზე.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დღეს ფეისბუკმა აღიარა, რომ მათთვისაც “ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან”.
მისივე თქმით, ამ აღიარებით, ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, თუ რა სქემით აქციეს რადიკალურმა ოპოზიციამ, მათმა ენჯეოებმა და დამფინანსებლებმა ფეისბუკი საქართველოს მოსახლეობის აზრის მანიპულირების მთავარ იარაღად.
„წლებია ფეისბუკის მთავარი ცენზორები „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების თანაშემოქმედები და შემდეგ ენჯეო-სექტორში შეფარებული პროპაგანდისტები სერგი კაპანაძე (FactCheck) და თამარ კინწურაშვილი (MythDetector) არიან. დღეს ფეისბუკმა აღიარა, რომ მათთვისაც “ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან”. აღმოჩნდა, რომ ამ ენჯეოებში უცხო ხელისუფლებების მიერ ჩასხმული მილიონები, რომელსაც ასე ღიად გვამადლიან, საბჭოთა სტილის პარტიულ ცენზურაში დახარჯული ფული იყო და ფეისბუკი ამ მანკიერ სისტემას აუქმებს. ამ აღიარებით, ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, თუ რა სქემით აქციეს რადიკალურმა ოპოზიციამ, მათმა ენჯეოებმა და დამფინანსებლებმა ფეისბუკი საქართველოს მოსახლეობის აზრის მანიპულირების მთავარ იარაღად“, – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს