“დღეს, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, :
„საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ. დღეს ამ კონსტიტუციური ცვლილების საყოველთაო – სახალხო განხილვის ბოლო დღე იყო. ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და დღეს, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა ამ კონსტიტუციური კანონის პროექტზე. დღეს, ქართველმა ხალხმა თავისი გამოსვლით ამ კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ეს რეფერენდუმი კანონად გადააქციოს და ჩვენ დავიწყებთ უკვე კონსტიტუციური კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვას. ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება „ჭეშმარიტების მომენტი“, როდესაც მას მოუწევს თვალში ჩახედოს ამ რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, რომელიც დღეს გამოვიდა საქართველოს ქალაქებში და მიიღოს გადაწყვეტილება – ის დგას ქართველი ხალხის მხარეს, თუ ის დგას იმ პატარა ჯგუფების მხარეს, რომლებიც ცდილობენ ეს ღირებულებები შეარყიონ სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში“

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში