“დღეს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ლაფერას – ეპოქალურ კაცს თანამედროვე ქართულ ჟურნალისტიკაში!
… და მე, ყველაფერთან ერთად, საოცრად მწყდება კი არა, მტკივა გული იმაზე, რომ… რომ… ქარტეხილები! ქარტეხილები! ქარტეხილები!.. მის გარეშე მიმდინარეობს!
და ძეგლასაგები დღეები ვერ ნახა კაცმა, რომელიც დიდრონი სხეულის ყველა მოლეკულით გრძნობდა ამბავს! როგორც ასეთს!
ღმერთმა დაგლოცოს ლაფერ!” – წერს ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში.