10 წლის წინ ევროპის სუპერთასი თბილისში ჩატარდა, ახლა კი საშუალება გვაქვს, ქართველ ფეხბურთელს ვუქომაგოთ – დღეს, 13 აგვისტოს, უდინეს “ფრიულიზე” ჩვენი დროით 23:00 საათზე პსჟ ლონდონის “ტოტენჰემის” წინააღმდეგ.
ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულებს გასულ სეზონში პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ დაძლიეს და ტურნირები მოიგეს. პარიზული კლუბი 2025 წლის დიდებას ვერასდროს დაივიწყებს, ნანატრი ჯილდო მოიპოვეს და გვინდა, ამაში ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი ერთხელაც გამოვყოთ.
ლუის ენრიკეს ბიჭებმა ივნისი ბრწყინვალე ფორმაში დაასრულეს, ამას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მარცხი მოჰყვა.
ხსენებული ტურნირის ბოლო ორი მატჩი პაჩომა და ერნანდესმა გამოტოვეს. ისინი დაბრუნდებიან, მაგრამ ახლა დისკვალიფიცირებული ჟოაო ნევეშია. მეკარე დონარუმას გუნდიდან გაშვებაც გადაწყდა. კარში შევალიე იქნება.
“ტოტენჰემს” მედისონი ტრავმირებული ჰყავს, წინასასეზონო პერიოდი კი სოლანკემაც გამოტოვა. მარცხენა მცველ უდოჯიეს ტრავმა, ვინც სუპერთასის მასპინძელ ქალაქში თამაშობდა, მწვრთნელ ტომას ფრენკის კიდევ ერთი პრობლემაა. მარჯვენა მცველი ესპანელი პორო, კვარაცხელიამ ერთ დროს, სანაკრებო დონეზე საკმაოდ დაჩაგრა და ვნახოთ, ახლა რა იქნება.
არცერთ ამ გუნდს ევროპის სუპერთასი არ მოუგია. ახლა მათ შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ძალიან გრძელი და დამღლელი სეზონის შემდეგ პსჟ-ს წინასასეზონო მომზადება არ გაუვლია, პირდაპირ ახალ სეზონს იწყებს, “ტოტემჰემმა” კი 6 ამხანაგური მატჩი გამართა.
სავარაუდო შემადგენლონები
პსჟ: შევალიე – ჰაკიმი,მარკინიოსი,პაჩო, მენდეში – ზაირე-ემერი, ვიტინია, რუისი – დუე, დემბელე, კვარაცხელია
ტოტენჰემი: ვიკარიო, პედრო პორო, რომერო, ვან დერ ვეენი, სპერსი – ბეტანკური, პალინია, სარი – ჯონსონი, რიჩარლისონი, კუდუსი.
მსაჯი: პინეირო(პორტუგალია).
“პირველი ნომერი ალისონი იქნება, მაგრამ… მამარდაშვილს ამ რჩევას მივცემდი!” – “ლივერპულის” ყოფილმა კიპერმა გუნდში მეკარეთა კონკურენციაზე ისაუბრა
ვიტინიამ დაასახელა პსჟ-ს ფეხბურთელი, რომელიც “ოქროს ბურთის” მოგებას იმსახურებს
კვარაცხელიას პსჟ-ის რეკორდი – მსგავსი რამ “ოქროს ბურთის” დაჯილდოვებაზე ჯერ არ ყოფილა
ოფიციალურად: პალინია “ტოტენჰემის” ფეხბურთელია
საფონოვმა პსჟ-ის დატოვებაზე უარი განაცხადა – რეალურად რა ხდება პსჟ-ისა და დონარუმას შორის
არავითარი “ტოტენჰემი” – ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა გადაწყვეტილია
“კვარაცხელია სეზონის MVP და საუკეთესო ასისტენტი გახდება” – ფრანგული გამოცემის პროგნოზი
“ტოტენჰემთან” მატჩის წინ პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
ზაბარნის მეუღლე: უდღეურ რუსებს მსოფლიო ვერ იტანს და არსებობის უფლება არ აქვთ
უპატივცემულობა – დონარუმას განცხადება, საუბარი გვარდიოლასთან და ლუის ენრიკეს კომენტარი
“ეს ჩემი კარიერის უდიდესი შეცდომაა” – “ინტერის” დირექტორმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
