დღეს სომხური სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს

დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას, სომეხ თანამოქალაქეებს დღესასწაულებს და წარმატებებს უსურვებს მათ.
„შობა ის ქრისტიანული დღესასწაულია, რომელმაც სამყარო შეცვალა. უფლის ნათლისღება კი ახალი აღთქმის თანახმად, იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს მონათვლას უკავშირდება“, – აღნიშნავენ უწყებაში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ევანგელურ ლუთერულ ეკლესიას და კათოლიკურ ეკლესიას ღვთის გამოცხადების დღეს.
„ღვთის გამოცხადების აღნიშვნა ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ტრადიციაა და მას წარმართი მეფეების- კასპარის, მელქიორისა და ბალთაზარის, სამი მეფის ზეიმსაც უწოდებენ“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის