დღეს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს აირჩევს

14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს. პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი – ს კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.
კენჭისყრის პროცესი პარლამენტის სასახლეში – 9:00 საათიდან დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება.
პრეზიდენტის არაპირდაპირი ს ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – მინიმუმ 151 წევრის დასწრება.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის – სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.
არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანია. კოლეგიის შემადგენლობაში შედის: – პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი – სულ 21 დეპუტატი, ს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 109 წევრიდან “ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 54 წევრი უნდა წარედგინა, ხოლო რვა ოპოზიციურ პარტიას, ჯამში – 55 წევრი. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურმა გაერთიანებებმა საარჩევნო კოლეგიაში საკრებულოებიდან წევრები არ დანიშნეს, მათთვის განსაზღვრული 55-ვე ადგილი სახელისუფლო პარტიამ შეავსო. შედეგად, ს მიერ დამტკიცებულ საარჩევნო კოლეგიაში პარტია „ქართულ ოცნებას“ 211 წევრი ჰყავს – აქედან 89 წევრი პარლამენტიდან, 13 წევრი – აჭარის უმაღლესი საბჭოდან, ხოლო 109 წევრი – საკრებულოებიდან.
საარჩევნო კოლეგიაში შედის ოპოზიციის 69 წევრი – საპარლამენტო მანდატის მქონე 61 დეპუტატი და ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს რვა ოპოზიციონერი წარმომადგენელი, თუმცა საარჩევნო კოლეგიაში მათი ყოფნა მხოლოდ ფორმალობაა, რადგან ოპოზიცია პრეცედენტის არჩევის პროცესში არ მონაწილეობს.
რაც შეეხება ს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, საარჩევნო კოლეგიაში საბჭოში 20-ვე წევრი შედის. აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 1991 წლის შემდეგ არ ჩატარებულა და დევნილობის შემდეგ, 1994 წლიდან თბილისში ფუნქციონირებს.
პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას პარლამენტი ს მეშვეობით უზრუნველყოფს. პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ცესკო არჩევნების დასრულებისთანავე, თავის სხდომაზე შეაჯამებს, რომელიც ასევე პარლამენტის სასახლეში გაიმართება.