დღეს სააპელაციო მათე დევიძის საქმის განხილვას იწყებს

დღეს სააპელაციო სასამართლო მათე დევიძის საქმის განხილვას იწყებს – პროცესი სააპელაციოში ზუსტად 14:00 საათზეა ჩანიშნული.
ოთხწლიან პატიმრობაში გაშვებული ახალგაზრდა მუსიკოსის ადვოკატები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებსი გაუქმებას და მათე დევიძის გატავსიუფლებას ითხოვენ.
დევიძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, თუმცა უფლებადამცველები ამბობენ რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, სინდისის პატიმრის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულს ვერ ადასტურებს.
21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა – გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ “გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია” და სხდომა დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს