რომის პაპი ლეო XIV-ე წმინდა პეტრეს მოედანზე დღეს საინაუგურაციო წირვას ჩაატარებს.
მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ წირვას დაახლოებით 250 000 მომლოცველი და მსოფლიო ლიდერებისა და სამეფო ოჯახის წევრების დიდი რაოდენობა დაესწრება, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე.
წირვა, რომელიც კვირას, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაიწყება.
ტრადიციულად, პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხს მიესალმება. კარდინალების მსვლელობასთან ერთად, პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შევა, სადაც ორ სიმბოლურ საჩუქარს მიიღებს.
პირველი არის ოქროს „მეთევზის ბეჭედი“, რომელსაც სახელი წმინდა პეტრეს, მეთევზის პატივსაცემად ჰქვია, რომელიც პირველი პაპი იყო. ბეჭედი პაპობის დასაწყისსა და დასასრულს განასახიერებს და როდესაც პაპი კვდება, მას უფროსი კარდინალი ანადგურებს. 1842 წლამდე ბეჭედი პაპის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტებზე ბეჭდის დასასმელად გამოიყენებოდა.
მეორე საჩუქარია ცხვრის მატყლის მანტია, რომელიც პაპის, როგორც მწყემსის როლს გამოხატავს.
