დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 35 წლის თავზე ასეთი სტანდარტებით მოქმედებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, არამედ ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა

დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 35 წლის თავზე ასეთი სტანდარტებით მოქმედებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, არამედ ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავადაც იციან, რომ აქ სასპეკულაციო არაფერი იყო, მათ სურდათ მუხტი შეექმნათ, თუმცა ვნახეთ, რომ ჩაუვარდათ, ვინაიდან საზოგადოება ჯანსაღად აფასებს ყველაფერს და საზოგადოება არის ჯანსაღი და პრაგმატული პოლიტიკის მომხრე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც თურქმენეთში მისი ვიზიტის დროს ს ფედერაციის პრეზიდენტის ყოფნას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 35 წლის თავზე მსგავსი სტანდარტებით მოქმედებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, არამედ ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა.
„იყო ცარიელი სპეკულაციები, ხედავთ, რა არის რადიკალების ზოგადი მიდგომა და ამას დავალებით აკეთებენ – მათ სურთ, რომ ხელისუფლებას გამოაცალონ ის პრაგმატული საფუძვლები, რომლებიც ჩვენ გვაქვს პოლიტიკის წარმოებისას. ამის გაგრძელება იყო ეს სპეკულაციური კამპანიაც. მე მახსენდება 1990 წელი, როცა კონკრეტულმა ადამიანებმა გადაკეტეს სამტრედიის რკინიგზა იმისათვის, რომ მოერღვიათ საბჭოთა სისტემა. სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვით უნდოდათ საბჭოთა სისტემის მოშლა და მორღვევა.
დაახლოებით, ამ დონეზე არიან ეს ადამიანები. თუმცა მაშინ კიდევ ვერ გაამტყუნებდი იმ ადამიანებს, ქვეყანას ახალი მოპოვებული ჰქონდა დამოუკიდებლობა, არც ჰქონდა დამოუკიდებლობა მოპოვებული, პოლიტიკა მანამდე არც არსებობდა, გამოცდილება არ არსებობდა და მაშინ ცხელ გულზე შეიძლებოდა, ადამიანებს ასეთი რამ გაეკეთებინათ, მაგრამ დღეს, როდესაც 35 წლის თავზე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასეთი სტანდარტებით მოქმედებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, ისინი დავალებებს ასრულებენ, იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც დღემდე აწარმოებდა. ეს არის ცარიელი სპეკულაციები, თვითონაც იციან, რომ აქ სასპეკულაციო არაფერი იყო, მათ სურდათ აქედან მუხტი შეექმნათ, თუმცა ვნახეთ, რომ ჩაუვარდათ, ვინაიდან საზოგადოება ჯანსაღად აფასებს ყველაფერს და საზოგადოება არის ჯანსაღი და პრაგმატული პოლიტიკის მომხრე,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს “ლელო”, გადააბარეს “ალტ ინფოს” და “პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული “ენჯეოებიც” – ძალიან მარტივად იკითხება ხელწერა და კოორდინაცია

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს