დღეს რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, რაც 64-ვე მუნიციპალიტეტში გვიმარტივებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას, ამ ვითარებაში ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს, შესაბამისად, ველით 60 %-ზე მეტის მიღებას

დღეს რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, რაც 64-ვე მუნიციპალიტეტში გვიმარტივებს როგორც მერის, ისე საკრებულოს ს მოგებას, ამ ვითარებაში ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს, შესაბამისად, ველით 60 %-ზე მეტის მიღებას
რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, ორად გაყოფილი, „ნაცმოძრაობა“ და „ახალი“ ღალატად აცხადებენ არჩევნებში მონაწილეობას და ხაზარაძე და გახარია, 2 პარტია არჩევნებში მონაწილეობს, რეალურად, გაიხლიჩა რადიკალური ოპოზიცია, რაც ძალიან კარგია, ეს ყველაფერი გვიმარტივებს 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და ჯაფარიძის შეწყალებაზე გამოხმაურებებს შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილებაც გამოხატავს სრულ ღიაობას ეუთო/ოდირის მიმართ და ზოგადად, არჩევნების დაკვირვების პროცესის მიმართ.
„ჩვენთვის მთავარია ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა, ამაზე რა რეაქციები იქნება, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო. მთავარია, რომ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რაც გამოხატავს ჩვენს სრულ ღიაობას ეუთო/ოდირის მიმართ და ზოგადად არჩევნების დაკვირვების პროცესის მიმართ. რაც შეეხება სხვების რეაქციებს, ეს არც წარსულში გვაინტერესებდა და არც ახლა გვაინტერესებს. ჩვენთვის მთავარია ის, თუ რა არის ობიექტური ჭეშმარიტება და სინამდვილე. ზოგადად, ძალიან მძიმე მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში, აქამდე მათ თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი, რა თქმა უნდა, ჩვენც შევუწყვეთ ხელი, მაგრამ, პირველ რიგში, თვითონ და მათმა პატრონებმა მიიყვანეს რადიკალური ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე. დღეს, რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი – „ნაცმოძრაობა“ და „ახალი“ ღალატად აცხადებენ არჩევნებში მონაწილეობას და მეორე ნაწილი – ხაზარაძე და გახარია, 2 პარტია არჩევნებში მონაწილეობს. გაიხლიჩა რადიკალური ოპოზიცია ტაქტიკური თვალსაზრისით, რაც ძალიან კარგია, ეს ყველაფერი ჩვენც გვეხმარება, სუბიექტურადაც მოგვწონს, გამომდინარე იქიდან, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენც გვიმარტივებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას. ამ ვითარებაში, დღეს, ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს. შესაბამისად, თუ წინა შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით ჩვენ მივიღეთ 54.5 %, ახლა ველით 60 %-ზე მეტის მიღებას. ასევე, თბილისის შემთხვევაში, ქალაქების შემთხვევაში, ველით, რომ, ყველგან მოვიგებთ პირველივე ტურში მერის არჩევნებს. დღევანდელი მოცემულობით, ეს არის არამხოლოდ რეალური, არამედ შემდგარი ფაქტი იმ რეიტინგების გათვალისწინებით, რომელიც წარმოდგენილია ჩვენი კვლევითი ორგანიზაციების მიერ,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: საქართველოს მთავრობა არა მარტო გამჭვირვალედ მუშაობს, არამედ სუფთად და სწორედ ამიტომ არ გვაქვს გამჭვირვალობის პრობლემა, განსხვავებით ენჯეოებისგან

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზმა ოქსფორდის ისლამური კვლევების ცენტრის 40 წლის იუბილე აღნიშნა – უდიდესი სიამაყითა და აღტაცებით გიერთდებით დღეს, რათა პატივი მივაგოთ ამ შესანიშნავ ცენტრს, რომლის უნაკლო მუშაობა მიმართულია გაერთიანებულ სამეფოში ისლამური სამყაროს შესახებ ცოდნის გაფართოებისკენ

რთული მოსათმენია, როდესაც აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანი მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს, თუმცა ჩვენი მშვიდი პასუხი არის ის, რაც ყველაზე მეტად წაადგება პროცესს, ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ