დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ნათია თურნავა ოპოზიციის კითხვებს უპასუხებს

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ოპოზიციის კითხვებს უპასუხებს.
თურნავა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა და მისი მოსმენა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართება.
ოპოზიცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან პასუხს „ლიბერთი ბანკში“ პენსიონერების მიერ აღებულ სესხებთან დაკავშირებით ელის. ამ თემაზე თურნავას პარლამენტიდან ცხრა შეკითხვა გაეგზავნა.
ნათია თურნავასთან ინტერპელაციის გამართვის ინიციატორია პოლიტიკური ჯგუფი “მოქალაქეები“.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ხელოვანი ხალხის მიმართ ბულინგი ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც 1 საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები