„დღეს ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის ჩვენი გამარჯვებით – მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას“ – რატი ბრეგაძე

„დღეს ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის ჩვენი გამარჯვებით – მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას“ – რატი ბრეგაძე
„დღეს, სწორედ ამ სიმბოლურ დღეს უკვე ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის საქართველოს გამარჯვებით – დღევანდელი გადაწყვეტილებით მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას და კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა დე ფაქტო ორგანოების მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა,“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სისტემატურად ირღვევა სიცოცხლის უფლება, წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, საკუთრების უფლება და ასევე, გადაადგილების თავისუფლება.
„დღეს არის დღე, როდესაც ქართველმა ახალგაზრდებმა სამშობლოს თავისუფლებისთვის გაიღეს ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე. სამარადისო ხსოვნა მათ და დიდება ყველა ქართველ გმირს. ქართველი ხალხის ბრძოლა სამართლიანობისთვის გრძელდება, რომელშიც წარმატების მისაღწევად იმის ცოდნასთან ერთად, რომ მართალი ხარ აუცილებელია ეს სიმართლე დაამტკიცო. სწორედ, შეუდავებელი აპელაციას არა ქვემდებარე სიმართლე, რომელიც ჩვენს ხელშია, გაუძღვება საქართველოს შემდგომი დიდი გამარჯვებებისკენ. 2012 წლიდან საქართველომ არა ერთ საქმეზე გამარჯვება მოიპოვა და ქართული სიმართლე დაამტკიცა. კერძოდ, 2012 წლიდან სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ე.წ. დეპორტირებულის საქმეზე, რის შედეგადაც 10 მილიონი ევროს კომპენსაცია დაეკისრა ს ფედერაციას, ასევე, ისტორიული გადაწყვეტილება ე.წ. ომის საქმეზე მიღებული იყო, რომლის შემოდგომაც ჩვენ ყველას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თამამად შეგვიძლია თქმა იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს არის უკვე სამართლებრივად დადასტურებული ფაქტი. ასევე, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ყველა საქმე ამოირიცხა წარმოებიდან.
დღეს, სწორედ ამ სიმბოლურ დღეს უკვე ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის საქართველოს გამარჯვებით და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ყველა ქართველს და საქართველოს ყველა პატრიოტს ეს გამარჯვება, რომელიც დღეს დასრულდა საქართველოს ძალიან დიდი გამარჯვებით. დღევანდელი გადაწყვეტილებით მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას და კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა დე ფაქტო ორგანოების მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა და აგრეთვე, დადგინდა, რომ სისტემატურად ირღვევა სიცოცხლის უფლება, წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, საკუთრების უფლება და ასევე, გადაადგილების თავისუფლება. რა თქმა უნდა, დღევანდელ გამარჯვებას სტრასბურგის სასამართლოში ჰყავს თავისი ძალიან ბევრი გმირი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო ამ საქმეში. ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობას ვუხდი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ბიძინა ივანიშვილის განცხადებები პროვოკაციული იყო საქართველოს მოსახლეობის და თქვენ მიმართ – დაძაბულ ვითარებაში ვართ – ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე“ – სალომე ზურაბიშვილი ელჩებს