დღეს მომეცა იმის შესაძლებლობა, ამდენი ხნის შემდეგ ვთქვა – მამუკა მდინარაძე იხსენებს, თუ როგორ ატყუებდნენ უკრაინელი კოლეგები ქართულ მხარეს

დღეს მომეცა იმის შესაძლებლობა, ამდენი ხნის შემდეგ ვთქვა, რომ ტრუსკავეცი (ქალაქი ში), რომელსაც ხშირად მახსენებენ ხოლმე, ჩვენ არ დაგვსიზმრებია – ეს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან მოწოდებული ინფორმაცია იყო. გვამშვიდებდნენ, რომ არა, ეს კაცი [] არაფერს აპირებს, რამდენიმე დღეა ტრუსკავეცში ნომრიდან არ გამოსულაო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ განუცხადა.
„ჩვენ უკრაინელ მეგობრებსაც ვსაყვედურობთ, იმიტომ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა ცოტა უცნაური რამეა. დღეს მომეცა შესაძლებლობა, ამდენი ხნის შემდეგ ვთქვა, რომ ტრუსკავეცი, რომელსაც ხშირად მახსენებენ ხოლმე, ჩვენ არ დაგვსიზმრებია – ეს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან მოწოდებული ინფორმაცია იყო. გვამშვიდებდნენ, რომ არა, ეს კაცი არაფერს აპირებს, რამდენიმე დღეა ტრუსკავეცში ნომრიდან არ გამოსულაო. დიახ, დღეს დადგა იმის დრო, რომ ეს მეთქვა. მე ბოდიში მოვიხადე მეორე დღეს. ეს ჩემი ინფორმაცია არ ყოფილა, ჩემს ნათესავებს ან ახლობლებს არ დაურეკავთ.
რაც შეეხება იმას, რომ იქ არის ლორთქიფანიძე და სხვა ადამიანები, რომლებიც არათუ ასეთ ინფორმაციებს გვაწვდიან, არათუ ასეთ კომუნიკაციაში არიან, არამედ წინაურდებიან სააკაშვილის შემთხვევის შემდეგ – შემოაპარეს განუბაჟებლად საქართველოში და ამის შემდეგ დაწინაურდნენ. შესაბამისად, მიიღონ ჩვენი გულწრფელი საყვედური ამასთან დაკავშირებით, გადმოგვცენ ჩვენი სისხლის სამართლის დამნაშავეები. თუკი რაიმე პლატფორმა არსებობს, ჩვენ ისედაც მხარს ვუჭერთ მათ. ჩვენ უდიდეს პოლიტიკურ რისკზეც კი წავედით, როდესაც ვთქვით, რომ ჰააგასთან მიმართებით შევუერთდით ს წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნას, გასამართლებას როგორც ომის დამნაშავეებისა და ა.შ. 600-ზე მეტ დოკუმენტს ვართ შეერთებულები, და ამ ფონზე მათგან რას ვხედავთ? იმ ნარატივებში ჩაბმას, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს სხვადასხვა ადამიანი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ცალმხრივი მეგობრობა გაგრძელდება, მაგრამ რაღაც ეტაპზე ჩვენ სიმართლე უნდა ვთქვათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”!

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!