დღეს, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში დაიგეგმა.
როგორც მარშის ორგანიზატორები აცხადებენ, მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან, 20:00 საათზე დაიწყება და გალაკტიონის ხიდისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველზე, პარლამენტთან დასრულდება.
ამასთან, გუშინ, 22:00 საათზე, მზია ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები სიმბოლური აქციით რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეიკრიბნენ.
ცნობისთვის, 12 იანვარს მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან ერთი წელი ხდება.




