დღეს მეტნი გამოვალთ, არ გვეშინია… ამ კანონის მომხრე მონის მონაა – სტუდენტების პასუხი შსს–ს

სტუდენტები, რომლებიც მეცხრე დღეა რუსულ კანონს პერმანენტულ რეჟიმში აპროტესტებენ, შს სამინისტროს განცხადებას პასუხობენ და ამბობენ, რომ –ს უნდა ისინი დაჭერებით დააშინონ. ამტკიცებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების უკან შიში იკითხება.
ხელოვნურად გადაკეტვა რა არის, არავინ არ იცის. ქუჩა ყოველ დღე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იკეტებოდა, რადგან ვიყავით ძალიან ბევრი. დღეს გამოვალთ უფრო მეტი და ვაჩვენებთ ყველას, რომ არ ვაპირებთ ვიღაცის მუქარაზე და ვიღაცების გაფრთხილებებზე დამორჩილებას. ასევე, შსს დაგვემუქრა, რომ ისინი მოახდენენ იდენტიფიცირებას იმ ადამიანების, რომლებიც ხალხს მოუწოდებს, რომ ქუჩა გადაკეტონ. ვინც ამ კანონს ეთანხმება და ვისაც უნდა საქართველოს რუსეთში დაბრუნება, არის არა მონა, არამედ მონის მონა”, – ამბობს სტუდენტი ტვ პირველთან.