დღეს, 8 დეკემბერს, იტალიის ჩემპიონატის მე-15 ტურის გახსნით მატჩში (23:45 სთ), დიდი აფიშაა – ტურინის “იუვენტუსი”, რომელიც “ინტერს” 2 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” უმასპინძლებს. ამავე ღამეს (23:59 სთ) ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო კიდევ ერთი შეხვედრა ესპანეთში ჩატარდება, სადაც გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” “ხეტაფეს” ესტუმრება.
სერია “ა”-ში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა შესაძლო 42 ქულიდან 33 მოიპოვა და ისინი სკუდეტოსთვის რეალურ მებრძოლებად განიხილებიან. “იუვემ” ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო და ყველა ერთბურთიანი სხვაობით.
ბოლო დროს “ნაპოლი” მრისხანე მეტოქეს ჩაგრავს, გასულ სეზონში
ორივე შეხვედრაში დაამარცხა, “სტადიო მარადონაზე” “ბებერ ქალბატონს” “შავი დღე” (5:1) აყარა, “კვარამ” კი მონაწილეობა, ფაქტობრივად, ყველა გოლში მიიღო, თავად კი ერთი გაიტანა.
რა იქნება ახლა კრიზისულ პერიოდში მყოფი ნეაპოლელებისგან? – ქართველი გარემარბის გუნდი ცუდ ხასიათზეა, “ინტერთან” მწარედ დამარცხდნენ და ოთხეულს მიღმა არიან. დაცვაში თამაშის გაუმჯობესება ვალტერ მაცარის მთავარი ამოცანა იქნება, თუკი მას წარმატების მიღწევა სურს – ბოლო ორ მატჩში გაშვებული 7 გოლი ძალიან ბევრია. საკუთარ არენაზე “ნაპოლის” 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, სტუმრად კი კარგად გამოიყურება და იშვიათად მარცხდება.
“იუვეში” ტრავმები დე შილიოსა და ტიმოთი ვეას აქვთ. დანილო 6-კვირიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა უცნობია, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მის თამაშს რამდენად გარისკავენ. იმედია, გატისგან ამჯერად ნაკლებ უხეშობას ვნახავთ!..
ნეაპოლელთა დამრიგებელი, სავარაუდოდ, საბოლოოდ გადაწყვეტს 3-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლას, რადგან მარცხენა ფლანგზე სერიოზული პრობლემები აქვს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მთელი მთელი ფრთის კონტროლი ალესანდრო ძანოლის დაევალოს, რომელიც ახლახან მომჯობინდა. ზელინსკი, ლინდსტრომი, დემე – ეს მაცარის ვარიანტებია. კაპიტან დი ლორენცოს ტრავმა, რომელიც მან ვარჯიშზე მიიღო, დიდი თავის ტკივილი არ აღმოჩნდა და ჯოვანი, რომელსაც 18 თვეა, საკლუბო მატჩი არ გამოუტოვებია, მომჯობინდა.
შეხვედრის მთავარი მსაჯი გამოჩენილი დანიელე ორსატო იქნება.
რომ მოიგებს ნაპოლი და თან დამაჯერებლად. ამის თქმის საფუძველს მაძლევს სამი რამე. 1. ხვიჩას მოსდის თამაში იუვესთან ტფუ ტფუ ტფუ 2.ნაპოლი ეხლა დაცვიდან ითამაშებს კონტრშეგევებზე და კონცენტრირებულად ორი წაგების მერე და დილორენცოს ტრავმის გამო 3.ოსიმენი მოწყურებულია გოლს და იუვეს დაცვას გაუჭირდება მოძრაცი ოსიმენის და ხვიჩას ერთად გაჩერება. იმედია მსაჯი თავიდანვე გააყვითლებს თუ უხეშობა იქნება, რადგან ბევრი ხმაური მოყვა უხეშობებს