დღეს, ისრაელის და ჰამასის შეთანხმების უკანასკნელი დღეა – როგორია მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში

წითელი ჯვრის წარმომადგენლებს დამატებით 12 მძევალი “ჰამასმა” გვიან ღამით გადასცა. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 17 – უხუცესი კი 84 წლისაა. ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისრაელის 10 და ტაილანდის 2 მოქალაქე გაათავისუფლა. რაფახის გამშვები-პუნქტის გადაკვეთისთანავე მძევლები ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სამხედრო ვერტმფრენებით შებას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

მძევლების გათავისუფლებით კმაყოფილია ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუ პროცესის გაგრძელებას მიესალმება თუმცა, “ჰამასს” ახსენებს, რომ პასუხისმგებლობას ტერორისტული ორგანიზაციის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ გაექცევა.

მძევლების პატიმრებზე გაცვლის შეთანხმების ფარგლებში ისრაელის ციხე კიდევ 30 მსჯავრდებულმა პალესტინელმა დატოვა. გათავისუფლებულ ბრალდებულებს ეგვიპტის გამშვებ პუნქტზე ოჯახის წევრები დახვდნენ.

ცეცხლის შეწყვეტის 6 დღიანი რეჟიმის პირობებში ტერორისტულმა ორგანიზაციამ ჯამში 81 მძევალი გაათავისუფლა. სანაცვლოდ, ისრაელმა პენიტენციური დაწესებულებიდან 180 პალესტინელი გამოუშვა. პროცესს დადებითად აფასებს თურქეთის პრეზიდენტი, მაგრამ, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მკაცრად აკრიტიკებს ბენიამინ ნეთანიაჰუს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დღეს ისრაელის და ჰამასის შეთანხმების უკანასკნელი დღეა. თუმცა, არ არის გამორიცხული მედიატორი ქვეყნების ჩართულობით პროცესი კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს. ისევე, როგორც ეს ორი დღის წინ მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს