,, დღეს იგივე არ მოხდება, დაჩლუნგებულია საზოგადოება” – ლევან ლორთქიფანიძე

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:
,,რა დიდი გამოცნობა უნდოდა იმას, რომ “ქართული ოცნება” განსაკუთრებით ცინიკური და დაუნდობელი აღმოჩნდებოდა სოციალური პროტესტის მონაწილეთა მიმართ.
ღამის სამ საათზე, ჭიათურის ცენტრში პოლიცია მოშიმშილე მაღაროელთა კარვებში შევარდა, ცემა ხალხი და ოთხი ადამიანი დააპატიმრა.
ორი თვეა მონობაზე ვერ დაითანხმეს მაღაროელები, ვერ შეაშინეს, ვერ გატეხეს და უკვე გადავიდნენ ღია, სასტიკ რეპრესიებზე.
7 ნოემბრის გამოსვლა და მაშინდელი პრეზიდენტის გადადგომა მოშიმშილეების ცემასა და დაპატიმრებას მოჰყვა. დღეს იგივე არ მოხდება, დაჩლუნგებულია საზოგადოება, მაგრამ იმ დონემდე მაინც არ დავცემულვართ, რომ უპასუხოდ დავტოვოთ ეს თავხედობა.
ყველა თვალი, ყველა ყური, ცივი გონება და თანაგრძნობით სავსე გული ჭიათურისკენ უნდა გვქონდეს მიპყრობილი! თუ, რა თქმა უნდა, ხალხი ვართ, ერი ვართ და რაღაც შეგვრჩენია….“

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება