დღეს თბილისსა და რეგიონებში საპროტექტო აქციები გაიმართება

პროტესტის 94-ე დღეს ქვეყნის მასშტაბით აქციები გაიმართება.
საპროტესტო აქციები დაგეგმილია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.
კერძოდ, 19:00 პროტესტის მონაწილეები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეიკრიბებიან. 20:00 საათზე კი აქცია პარლამენტთან გაიმართება.
ასევე, 19:00 საათზე დაგეგმილია ონლაინ შეხვედრა ადვოკატებთან, ადმინისტრაციული ჯარიმები საპროტესტო აქციების დროს გზის გადაკეტვის გამო.
რაც შეეხება რეგიონებს, გორში აქციის მონაწილეები 17:00 საათზე საკრებულოსთან შეიკრიბებიან, ლოზუნგით, „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი !“.
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან აქცია 18:00 საათზე იგეგმება.
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტოდ 19:00 საათზე შეიკრიბებიან. მათი ლოზუნგია – სამშობლოს სამსახურში!
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ 18:00 საათზე გაიმართება აქცია სახელწოდებით – „ბრძოლა გამარჯვებამდე“.
თელავი, აქციას მერიის წინ 18:00-ზე მოაწყობენ.
ქუთაისში, მერიის წინ კი, ლოზუნგით „კი ევროპას, არა რუსეთს!“, 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
ჩხოროწყუში, ასევე მერიის წინ, აქცია 20:00 საათზეა დაგეგმილი ლოზუნგით „გაბედე პროტესტი ყოველდღე!“.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ