პროტესტის 108-ე დღეს, ქვეყნის მასშტაბით, აქციები გაიმართება.
საპროტესტო აქციები დაგეგმილია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.
კერძოდ, 15 მარტის 19:00 საათზე, პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან;
20:00 – პროტესტი პარლამენტთან;
გორში, 17:00 – გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! – საკრებულოს წინ;
ჭიათურაში,13:00 – აქცია: „ჭიათურას ჩვენი სოლიდარობა სჭირდება!“
ახალციხეში, 18:00 – პროტესტი შოთა რუსთაველის ძეგლთან;
ბათუმში, 19:00 – სოლიდარობა რეპრესიების წინააღმდეგ! (ბსუ-ს შადრევანთან);
19:00 – სამშობლოს სამსახურში! – საკონსტიტუციო სასამართლოსთან;
ზუგდიდში, 18:00 – ბრძოლა გამარჯვებამდე (სამხარეო ადმინისტრაციის წინ);
თელავში, 19:00 – უწყვეტი პროტესტი თელავში (მერიის წინ);
ქუთაისში, 18:00 – მსვლელობა: სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს! – მერიის წინ;
20:00 – საჯარო ლექცია: რატომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს! – მერიის წინ;
ჩხოროწყუში, 20:00 – გაბედე პროტესტი ყოველდღე! – მერიის წინ.
