დღეს ვსაუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციების გაზრდილ მონაწილეობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მნიშვნელოვანია, სრული გამჭვირვალობა გვქონდეს, თუ ვინ და რა დგას მათ მიერ გამოთქმული პოლიტიკური პოზიციების უკან

დღეს ვსაუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციების გაზრდილ მონაწილეობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მნიშვნელოვანია, სრული გამჭვირვალობა გვქონდეს, თუ ვინ და რა დგას მათ მიერ გამოთქმული პოლიტიკური პოზიციების უკან
არსებობს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები, როდესაც საქმე ეხება ამ [არასამთავრობო] ორგანიზაციების დაფინანსებას. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამ ორგანიზაციების გაზრდილ მონაწილეობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით “Euronews”-თან საუბრისას განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა განმარტა, იმ მუხლში, სადაც აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ დარეგისტრირების ვალდებულება, ნათქვამია, რომ კანონი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების წინააღმდეგ. მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის კანონთან დაკავშირებით ნებისმიერი სამართლებრივი რეკომენდაციის განხილვისთვის.
“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის სრული გამჭვირვალობა გვქონდეს იმის შესახებ, თუ ვინ დგას უკან და რა დგას მათ მიერ გამოთქმული პოლიტიკური პოზიციების უკან. საუბარია ორგანიზაციების რეგისტრაციაზე. იმ მუხლში, სადაც მათ აქვთ დარეგისტრირების ვალდებულება, ნათქვამია, რომ ეს კანონი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი ან რეკომენდაცია ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ გვჭირდება მისი მიახლოება ევროპულ სტანდარტებთან, დიახ, ჩვენ მზად ვართ ამისთვისაც.” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
Next: 1990-იანი წლებში გარედან მოწყობილი პირველი ეროვნული ხელისუფლების გადატრიალება 65 მილიონი მანეთი დაუჯდათ, ახლა მეხუთე კოლონას ოფიციალურად 50 მილიონი დოლარი გამოუყვეს მეორე ეროვნული ხელისუფლების გადასატრიალებლად

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან, ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას