“დღეს ვინც ტვ-ში და სოცმედიაში პოლიტიკაზე ისაუბრებს, არჩევნებზე ბარიერი ვერ გადაელახოს” – რას წერს ნიკა მელია საქართველო-საბერძნეთის მატჩზე

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი ნიკა მე­ლია სა­ბერ­ძნე­თი-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო მატჩს ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:
“დღეს უნდა ახ­დეს ჩვე­ნი 30-წლი­ა­ნი ოც­ნე­ბა უნდა გა­ვი­დეთ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, შან­სი აღა­რაა, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ხე­ლი­დან გა­ვუშ­ვათ წარ­მა­ტე­ბე­ბი ბი­ჭებს
P.S. დღეს ვინც ტვ- ში და სოც.მე­დი­ა­ში პო­ლი­ტი­კა­ზე ისა­უბ­რებს – არ­ჩევ­ნებ­ზე ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ე­ლა­ხოს” – წერს მე­ლია.
ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ევრო 2024-ის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის ფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რა­ში დღეს სა­ბერ­ძნე­თის ეროვ­ნულ ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მატ­ჩი “დი­ნა­მო არე­ნა­ზე“ 21:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.
მატ­ჩის პა­რა­ლე­ლუ­რად, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა და ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის დიდი ეკ­რა­ნი გან­თავ­სდე­ბა.
დღე­ვან­დელ მატჩში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გერ­მა­ნი­ა­ში გა­სა­მართ 2024 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: ჩავედი, რათა მონაწილეობა მიმეღო მერიის კომისიაში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. იგი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი, ცხადია, ახალ კვარცხლბეკზე

სენატორი კრის კუნსი ლინდსი გრემის ხსოვნის პატივსაცემად კანონმდებლებს მოუწოდებს მიიღონ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ “ჯოჯოხეთური სანქციების” დაწესებას ითვალისწინებს (ვიდეო)