დღეს გურამ კაშიას დაბადების დღეა

დღეს, გურამ კაშიას დაბადების დღეა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი 37 წლისაა.

თავისუფლების მოედანზე საქართველოს ნაკრების საზეიმო დახვედრაზე გულშემატკივრებს სიტყვით გურამ კაშიამ მიმართა:

„თქვენ გვერდით დგომას ყოველთვის ვგრძნობთ და მინდა, კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, თქვენმა მხარდაჭერამ გაგვაძლიერა, საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერება შეგვმატა.

განსაკუთრებული რამდენიმე თვე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ბედნიერი ვარ, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავთ. მიხარია, რომ ჩვენმა თამაშმა ასეთი ემოცია მოიტანა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და მინდა, ვთქვა, რომ ეს არ უნდა იყოს რაიმეს დასასრული, არამედ ეს უნდა გახდეს დიდი საქმის დასაწყისი“.