“დღეს გავდივართ ბევრნი და არ ვკეტავთ, სანამ საკმარისი არ მოვგროვდებით” – ჩერგოლეიშვილი

ფედერალისტების ერთ–ერთი ლიდერი, :
დღეს გავდივართ ბევრნი და არ ვკეტავთ, სანამ საკმარისი არ მოვგროვდებით – დღეს იქნება ბევრი ხალხი.
ცხადია, რასაც ფედერალისტები ვთავაზობდით – რეგისტრაციის პროექტს, რომ დაგვესრულებინა – ანუ საქმეზე ფოკუსირებული და რაციონალური სპექტრი რომ გვყავდეს, უნიჭო მჩხიბავების ნაცვლად, არანაირი პრობლემა არ გვექნებოდა. კვირაში ერთი მორიგეობით დაალაგებდა თემას 20k ადამიანი და დაჭერისგანაც დაიცავდა ყველას. მაგრამ სპექტრის ნაწილმა, უხალხოდ (ნაცმოძრაობამ 100 კაციც ვერ დაირეგისტრირა), რევოლუციის მოწყობა გადაწყვიტა, რაც ღობეზე ჯაჯგურით და ათობით ადამიანის პატიმრობით დასრულდა. სხვები გაისუსნენ – ხუთს დაელოდნენ. ახლა ყვირიან სუსი იყოო (სუსმა გასუსა) – ანუ ეს ორთვიანი ისტერიკა რაც გამართეს და მოღალატეები გვიძახეს სააკაშვილის, ანი ნადარეიშვილის, ხაებეიშვილის, ბურჭულაძის და სხვა უტვინო კლოუნების პირით – სუსი ყოფილა. არადა მე “მეგონა” საქმეს მარტო ეგენი აკეთებდნენ – SAKMES MARTO XABE AKETEBS. მოკლედ, რაც ზუსტად ვიცი ისააა, რომ დიიიიდი ჩინური კედელი უნდა ავაგოთ ფედერალისტებმა ყველასთან, ვინც სუსთან თანამშრომლობისკენ მოგვიწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…