დღეს, ბალეტის მოცეკვავის, მსახიობისა და პედაგოგის მაკა მახარაძის დაბადების დღეა

დღეს, ბალეტის მოცეკვავის, მსახიობისა და პედაგოგის ქალბატონ მაკა მახარაძის დაბადების დღეა.  მაკა მახარაძე დაიბადა ქართული კინოსა და თეატრის ყველასთვის საყვარელი მსახიობების- მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის ოჯახში.

კოტე მახარაძე, მედეა ჩახავა და მაკა მახარაძე

მაკა მახარაძემ 1968 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. 1963-1964წწ. გაიარა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში; 1968-1988წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1993-1995წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე;
მაკა მახარაძის რეპერტუარია:
ჰერტრუდა (რ. გაბიჩვაძე “ჰამლეტი”); კოლომბინა(გ. სოგე “მოხეტიალე კომედიამტები”); ქუჩის მოცეკვავე, მერსედესი(მინკუსი “დონ კიხოტი”), კარმენი(ბიზე-შჩედრინი “კარმენ-სიუიტა”); ემილია(პერსელი “მავრის პავანა”); მეძავი ქალი(პროკოფიევი-ბალანჩინი “უძღები შვილი”); მარჯანა(ამიროვი “ათას ერთი ღამე”); პერსეფონა(გლუკი-ნასიძე “ორფეოსი და ევრიდიკე”); ნიკესი(ჰერტელი “ამაო სიფრთხილე”); რაველი “ბოლერო”

ცეკვები საოპერო სპექტაკლებში:

ცეკვა (ზ. ფალიაშვილი “აბესალომ და ეთერი” ჯ.ვერდი „ტრავიატა“); ქალი მათრახით(გ. ყანჩელი “…და არს მუსიკა”);

მაკა მახარაძე გადაღებულია კინოფილმებში: “საბუდარელი ჭაბუკი”- რეჟ. შოთა მანაგაძე; “ჩვენი ეზო”- რეჟ. რეზო ჩხეიძე; “იყო შაშვი მგალობელი”-რეჟ. ; “ქალაქი ანარა” და „მოცურავე“-რეჟ.ირაკლი კვირიკაძე; “ჯადოსნური ღამე”-რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი; “გასეირნება თბილისში” და “დანაშაული მოხდა”- რეჟ. ნანა მჭედლიძე; “აქედანა და შენამდე”- რეჟ.ლეილა გორდელაძე; “ფესვები”და “მაცივარში ვიღაც იჯდა”- რეჟ. გუგული მგელაძე; „ექსპრეს ინფორმაცია“- რეჟ. ელდარ შენგელაია; „ჩემი საბნის ნაკეცები“ -რეჟ.ზაზა რუსაძე და სხვა.

გელა კანდელაკი და მაკა მახარაძე ფილმში “იყო შაშვი მგალობელი”

მაკა მახარაძემ 1997 წელს დაარსა საბალეტო სტუდია- „ვერის უბნის ტანც-კლასი“- ნამდვილი ზღაპრული სამყარო ბავშვებისთვის!

News.ge ულოცავს ქალბატონ მაკას დაბადების დღეს

 

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?

მამუკა ხაზარაძე – რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რადგან ეს არის ერთი „კლანი“ – რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერს, რომელიც სასამართლოზე დადის?