დღესასწაული უკვე დაწყებულია – დედამიწის ერთ ნაწილში ახალი წელი უკვე დადგა

საქართველო ელოდება, თუმცა მსოფლიოს 24 საათიანი მთავარი დღესასწაული უკვე დაწყებულია. დედამიწის ერთ ნაწილში ახალი წელი უკვე დადგა.
2024 წელს პირველები წყნარ ოკეანეში კირიბატის იგივე შობის კუნძულებზე შეეგებნენ. უკვე ერთ საათში კი, ახალი წელი ახალმა ზელანდიამ იზეიმა. ათასობით ადამიანი შეიკრიბა ოკლენდის Sky Tower-თან, სადაც ახალ წელს მასშტაბური ფეიერვერკით ხვდებიან.
შემდეგ იყო ფიჯი, ნაურუ და ტუვაუ. ახალი წელი დადგა ტონგასა და სამოაშიც. ზუსტად 4 საათის წინ, ახალი წელი იზეიმეს ავსტრალიაში, რომელიც 2024-ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საახალწლო ფეიერვერკით შეხვდა. წელს, სიდნეის ჰარბორის ხიდიდან და ოპერიდან, რვა ტონა პიროტექნიკა გაუშვეს.
ავსტრალიას, მოჰყვა იაპონია და ორივე კორეა. იაპონიაში ახალი წელი უმთავრეს დღესასწაულად ითვლება და განახლების სიმბოლოს წარმოადგენს. ტოკიოში ახლი წლის გასაცილებლად უკვე დარეკეს ზარები, ცა კი ფერადმა ფეიერვერკებმა გაანათა.

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით

ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში