დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ინფორმირებული გვყავდეს ჩვენი საზოგადოება. არ ვმალავთ ჩვენს ქმედებებს, ჩვენს შეხედულებებს და საზოგადოების წინაშე ყველაფერზე ღიად ვსაუბრობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი Live” განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი შანტაჟის საკითხია და ამ დამოკიდებულებამ საქართველოს მოსახლეობისთვის ფასი დაკარგა.
„ფასი დაკარგა ამ დამოკიდებულებამ, მთავრობის წევრები და ვისაც დიპლომატიური პასპორტი აქვს უკვე დასანქცირებულია, ამ პასპორტებით ვერ სარგებლობენ. ყველა ის საკითხი, რომელიც ევრობიუროკრატიის მხრიდან განხორციელებული იყო საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ყველა იყო შანტაჟის საკითხი. გაიხსენეთ კანდიდატის სტატუსი და დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. არ არსებობს დღემდე ამაზე პასუხები. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა, რის გამოც ჩვენ დაგვჩაგრეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა