დღეიდან წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შესაძლებელია

დღეიდან წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შესაძლებელია, თუმცა, სრული რეაბილიტაცია – ტროტუარების მოწესრიგება, განათებები, გამწვანება – მარტში დასრულდება. გამზირი სპეცტექნიკით უკვე დასუფთავებულია, გვიან ღამით დაიწყო გზის დახაზვის სამუშაოებიც.
32 მილიონ ლარად ღირებული მასშტაბური რეაბილიტაცია თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ გამზირზე გასული წლის აპრილში დაიწყო.
„დასრულებულია სამუშაოები საგზაო ნაწილში, რაც იყო ჩვენი დაპირება. დაპირება შესრულებულია. ორმხრივად თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი,“ – აცხადებს თბილისის მერი .

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა