დღეიდან აია-სოფიაში უცხოელი ტურისტების შესვლა ფასიანი გახდა

დღეიდან, 15 იანვრიდან აია-სოფიაში უცხოელი ტურისტების შესვლა ფასიანი გახდა. აია სოფიაში შესვლის საფასური იქნება 25 ევროს ექვივალენტი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია „იუნესკოს“ რეკომენდაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მართვის გეგმის რეალიზაციის ფარგლებში. გარდა ამისა, 15 იანვრიდან აია-სოფიაში უცხოელი ტურისტებისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის ცალკე შესასვლელები მოეწყობა.
2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც აია სოფიას მუზეუმის სტატუსის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი აქვს, ტაძარში შესვლა ყველასთვის, მათ შორის ტურისტებისთვისაც უფასო იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე ტერიტორიებთან დაკავშირებული დისკუსია რთული იყო, რადგან რუსეთი დონბასის იმ ტერიტორიების დატოვებას ითხოვს, რომელსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს – „აქსიოსი“

პუტინის მიმართ დაპატიმრების ორდერი ძალაში დარჩება მაშინაც კი, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებისას საყოველთაო ამნისტია დამტკიცდება – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილე