დღევანდელ მსოფლიოში ცენტრალური საკითხი ეკონომიკური, ტექნოლოგიური კონკურენციაა – თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი

დღევანდელ მსოფლიოში მთავარი საკითხი არის ეკონომიკა და არა – უსაფრთხოება, – ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯევდეთ ილმაზმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.
თურქეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, -სა და ჩინეთს შორის გლობალური კონკურენცია გავლენას ახდენს ევროპაზეც.
ჯევდეთ ილმაზმა რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„დღევანდელ მსოფლიოში ცენტრალური საკითხი ეკონომიკური, ტექნოლოგიური კონკურენციაა, ვიდრე უსაფრთხოების საკითხები. განსაკუთრებით ეს ეხება მეტოქეობას აშშ-ს, რომელიც ჰეგემონიური ძალის შემცირების რისკის წინაშეა, და შორეულ აღმოსავლეთში მზარდ ეკონომიკურ ძალას, ჩინეთს შორის. ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს ევროპას, თუ როგორი იქნება ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები ევროპისთვის. ჩანს, რომ, ერთი მხრივ, ევროპის წინაშეა უსაფრთხოების გამოწვევები სგან და სხვა მოვლენებისგან, მაგრამ ასევე არის კონკურენციის გამოწვევა ევროპისთვის, რომელიც ძირითადად ჩინეთიდან და აშშ-დან მოდის. ევროპის წინაშეა უსაფრთხოების გამოწვევა და ეკონომიკური გამოწვევა. გვჯერა, რომ თურქეთს და ევროკავშირს შეუძლიათ ერთად მუშაობა, მეტი დისკუსიით და დადებითი დღის წესრიგით. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთს და ს შორის დადებით დღის წესრიგს. ვცდილობთ, ამ გრძელვადიანი და დიდი საფასურის გამომწვევი კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის მხარდაჭერას. ამ ახალ კონფლიქტების დასასრულებლად მსოფლიოში ჩვენ გვჭირდება ახალი მოთამაშეები, მეტი მონაწილეობა მთელი მსოფლიოდან დიპლომატიური ძალისხმევისთვის“, – აღნიშნა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა.
წყარო: 1არხი