„დღევანდელ ეთერში მისი გამოსვლა კიდევ ერთხელ და მომავალშიც არაერთხელ შეგვახსენებს, როგორი ნიჭიერი ადამიანი იყო ჯანო“

თბილისში ახალგაზრდა მომღერალი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ახლობლები ადასტურებენ. ჯანო იზორია სხვადასხვა პროექტში მონაწილეობდა, ბოლოს კი „რუსთავი 2“-ის სატელევიზიო შოუში იყო, „გვაჩვენე შენი ხმა“, რომელიც განცხადებას ავრცელებს:
„ჩვენმა ერთგულმა მაყურებელმა უკვე იცის, რომ „გვაჩვენე შენი ხმის“ ფინალი 31 დეკემბერს, გვიან ღამე, 01:00 საათზე გავა „რუსთავი 2“-ის ეთერში. ჩვენი გუნდისთვის ეს განსაკუთრებული ეთერია, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში ჩავწერეთ. ტოპ 12 რჩეულ მომღერალს შორის, ვინც ჩვენი გადაცემის აღმოჩენად იქცა, არის არაჩვეულებრივი შემსრულებელი, ჯანო იზორია დღევანდელი ეთერი მისთვის კიდევ ერთხელ უნდა ყოფილიყო წარმატებული – „გვაჩვენე შენი ხმის“ 26 დეკემბრის გადაცემიდან ის უკვე გაიცნო და შეიყვარა მსმენელმა გამორჩეული მუსიკალური მონაცემების გამო და დღევანდელ კონკურსში კიდევ ერთხელ უნდა განეცვიფრებინა მსმენელი და მაყურებელი საკუთარი შესრულებით და რაც მთავარია, თავად ყოფილიყო იმის მომსწრე, როგორ შეაფასებდა ჩვენი მაყურებელი მის შესრულებას… თუმცა შევიტყვეთ ძალიან სამწუხარო ამბავი – ჯანო იზორია ჩვენთან ერთად აღარ არის… რუსთავი 2-ი და გვაჩვენე შენი ხმის გუნდი ვიზიარებთ მისი ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და ვუსამძიმრებთ მთელი გულით… დღევანდელ ეთერში მისი გამოსვლა კიდევ ერთხელ და მომავალშიც არაერთხელ შეგვახსენებს, როგორი ნიჭიერი ადამიანი იყო ჯანო“

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ