დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის

„დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ჩვეულებრივი ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის. ამის დადასტურებაა მათი შიდა თუ საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკის მაჩვენებელი.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ბრძოლა მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი ევროპულ ბაზარზე და კავკასიაში არ შევიდეს და ევროპაში მესამე, დიდი აქტორის როლი არ შეასრულოს. ამ გეოპოლიტიკურ ჯახში კი, ხელისუფლების ძალიან სწორი და პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებით, საქართველო ყველაზე მშვიდობიანი დერეფანი აღმოჩნდა.
„ევროკავშირმა უნდა შეასრულოს ამერიკის უსაფრთხოებისთვის გარკვეული როლი. ამის ერთ-ერთი მაგალითია უკრაინაში ომის აფეთქება, რამაც შედარებით გაანეიტრალა აგრესორი რუსეთი, ახლა კი ბრძოლა მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი ევროპულ ბაზარზე და კავკასიაში არ შევიდეს და ევროპაში მესამე, დიდი აქტორის როლი არ შეასრულოს. ამ გეოპოლიტიკურ ჯახში, ჩვენი ხელისუფლების ძალიან სწორი და პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებით, აღმოვჩნდით ყველაზე მშვიდობიანი დერეფანი. აფეთქდა ციმბირული მაგისტრალები, აფეთქდა ის სამხედრო მაგისტრალები, რაც ირანზე გადის და ხვალ რა იქნება, არავინ იცის; აფეთქებულია საზღვაო არხები და რჩება აზია-ევროპის დამაკავშირებელი ერთადერთი მწვანე გზა, რომელიც საქართველოზე გადის. ჩავთვალოთ, რომ ეს გზაც თუ „აფეთქდა“, ევროკავშირი ამერიკის ამარა დარჩება. ამისთვის მიდის ბრძოლა. კუბილიუსიც და ფოტიგაც ამ პროცესებში უბრალოდ შემსრულებლები არიან“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით