“დღევანდელი დღე საშინელი ამბით დაიწყო!” – რას წერს გია ხუროშვილი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე დაიღუპა. ინფორმაციას მებრძოლის ოჯახის წევრი და სხვა მებრძოლებიც ავრცელებენ.
დღევანდელი დღე საშინელი ამბით დაიწყო! კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, კახა თილიძე, რუსებმა ში მოკლეს. იშვიათად შემხვედრია ისეთიბევრი დადებითი თვისება ერთ ადამიანში: განათლება, პატრიოტიზმი, მებრძოლი სული, ძლიერი ორგანიზაციული უნარები და ურყევი თავდადება თავისი ქვეყნისა და ხალხის მიმართ. ვინც კახას იცნობდა, გაუჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ასე მალე შეიძლებოდა მისი სიცოცხლე დასრულებულიყო. პუტინი ტერორისტია! მან პასუხი უნდა აგოს უდანაშაულო ადამიანების მასობრივ მკვლელობებზე. სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს!, – წერს გია ხუროშვილი.
კონკრეტულად, სად და რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი, უცნობია.
უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა