34 წლის კაცის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 51 წლის კაცი დააკავეს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევი პირია.
საქმის მასალების თანახმად, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შ.კ.-მ კი ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა ზ.ა.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
