დუმის ვიცე-სპიკერის მტკიცებით, ილონ მასკი რუსეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს – თავად მასკს ინფორმაცია არ დაუდასტურებია

ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ამერიკელი მეწარმე ილონ მასკისთვის ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შესახებ თხოვნა. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა ვლადისლავ დავანკოვმა განაცხადა, მის სიტყვებს NEWS.ru ციტირებს.

ამის შესახებ პარლამენტარმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (SPIEF) ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მასკმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ ისინი უნდა ეპატიოს.

„თუ ეს არ გამოვა, ჩვენ ყოველთვის დაველოდებით მას; ის ძალიან მაგარია თავისი ტექნოლოგიითა და ხედვით“, – განმარტა დავანკოვმა.

პოლიტიკოსმა დასძინა, რომ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით ერთ თვეში უნდა მოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთში მეწარმე და მილიარდერი ილონ მასკის მამა, ეროლი, ჩავიდა. ის აღფრთოვანებული იყო მოსკოვით და აღნიშნა, რომ რუსეთის დედაქალაქის შედარება ძველ რომთან შეიძლება.

თავად მასკს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, ჯერჯერობით, განცხადებას არ აკეთებს რუსეთის ც.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი