დუმის დეპუტატი დმიტრი კუზნეცოვი აცხადებს, რომ რუსეთში აუცილებელია ჩეჩნური ბატალიონის „ახმატის“ საბავშვო ვერსიის შექმნა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის დმიტრი კუზნეცოვის განცხადებით, ახალგაზრდა თაობაში პატრიოტიზმის დანერგვისა და ხალხთა მეგობრობის ხელშეწყობის მიზნით, რუსეთში აუცილებელია ჩეჩნური ბატალიონის „ახმატის“ საბავშვო ვერსიის შექმნა.

კუზნეცოვმა „ახმატს“ მისაბაძი მაგალითი უწოდა და თქვა, რომ იქ „ძმობა სუფევს“.

„რუს მამებს ზოგიერთ ასპექტში შეუძლიათ მაგალითი აიღონ კავკასიაში ახალგაზრდების აღზრდიდან“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ამასთან, როგორც ს ხელისუფლება ირწმუნება, სთან ომში სწორედ „ახმატის“ სპეცრაზმი მონაწილეობს.

გასული წლის 30 ოქტომბერს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე „ახმატის“ ქვედანაყოფის 32 ათასი მებრძოლი იყო.