დუმის დეპუტატის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის მოსახლეობას რუსეთთან შეერთება სურს

პარალელურად, დეპუტატი ამბობს, რომ ასეთ გადაწყვეტილებას “რეზონანსი მოჰყვება აფხაზეთთან და საქართველოსთან ურთიერთობებზე, როგორიც არ უნდა იყოს ეს ურთიერთობები”.
“მნიშვნელოვანია გულწრფელ კითხვაზე გულწრფელი პასუხის გაცემა. ასე მესმის მე ეს პასუხი. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ისწრაფვის, რომ სამხრეთ ოსეთი ს ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეს. თუმცა, თავისთავად ასეთ გადაწყვეტილებას ექნება რეზონანსი, მათ შორის აფხაზეთთან და საქართველოსთან ურთიერთობაზე, როგორიც არ უნდა იყოს ეს ურთიერთობა”, – ამბობს დუმის დეპუტატი.
პარალელურად, დუმის დეპუტატი ქართული ოცნების რიტორიკის მსგავსად ამბობს, რომ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა სურთ.
დუმის დეპუტატის მტკიცებით, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ ცხინვალთან ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ აქვს. ის ამბობს, რომ რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის “შეერთების” საკითხში “გონივრული სიფრთხილე” უნდა გამოიჩინეს.
დუმის დეპუტატი გუშინ ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურარომლის თანახმადაც ქვეყანა 2030 წლამდე აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დაიბრუნებს. ზატულინის თქმით, კობახიძის ეს განცხადება უკავშირდება პატრიოტიზმის ჩვენების სურვილს, ასევე დასავლეთთან თავის მართლებას.