ვლადიმირ პუტინის კარის ფილოსოფოსმა, კრემლის პროპაგანდისტმა, ალექსანდრ დუგინმა საკუთარი Telegram არხის გამომწერებს ლევან ვასაძის ახალი წიგნის, უძლურის დღიურების შეძენა ურჩია.
“გამოვიდა ქართველი პოეტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ლევან ვასაძის შესანიშნავი წიგნი. როდესაც ლევან შიოევიჩი ავად იყო და ექიმებს მიაჩნდათ, რომ ის ვერ გადარჩებოდა, მან დაწერა გასაოცარი ნაშრომი უძლურის დღიურები“. – წერს დუგინი.
დუგინის თქმით, წიგნში ვასაძე მსჯელობს ისეთ თემებზე, როგორებიც არის “საქართველოსადმი სიყვარული, მართლმადიდებლობა, ფილოსოფია, ოჯახი და რწმენა, მესამე რომი (რუსეთი) და მეორე იერუსალიმი (თბილისი), ღვინო და პოლიტიკა”.
წიგნის გამოსვლამდე ვასაძის ნაშრომი ნაწილ-ნაწილ იდებოდა Katehon.com-ზე:
“ამ საზარელ ჟამს ჩვენ საიტზე katehon.com ვაქვეყნებდით თითოეულ თავს. ვლოცულობდით ლევანისთვის, რომ ღვთის წყალობით გადარჩენილიყო. ბოროტების მიერ მოგზავნილმა სენმა უკან დაიხია უმაღლესი ძალის, სულის მედგრობისა და სიყვარულის წინაშე”.
დუგინი პოსტში მიუთითებს ბმულებს, რომლებზეც ვასაძის წიგნის შეძენაა შესაძლებელი.