დუბლინში, დანით შეიარაღებულმა პირმა გამვლელები დაჭრა – დაშავებულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან

“დუბლინში მომხდარი სერიოზული ინციდენტის გამო, ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – წერს BBC ირლანდიის პოლიციაზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, მოქალაქეებს ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით მიაყენეს.
დაშავებულები არიან მამაკაცი, ქალი და სამი მცირეწლოვანი ბავშვი.
პოლიციამ ტერიტორია გადაკეტა – სამართალდამცველები შემთხვევის ადგილს სწავლობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან – ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო